ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 54-წლის მამაკაცი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 54-წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ოფიციალური მონაცემებით, ის უკვე 27-ე პაციენტია, რომლის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექციაა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები