ახალი ამბები
გორის ,,ცხელების ცენტრში" კორონავირუსი 1 პაციენტს დაუდასტურდა
ხათუნა შრუბის განმარტებით, ,,გორმედის" კლინიკაში ჯამში 2400 ტესტი გაკეთდა, შიდა ქართლში დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის, ერთი პაციენტი ,,გორმედის" კლინიკაშია. საავადმყოფოს წარმომადგენლის, ხათუნა შრუბის თქმით, მას მრავალი თანმდევი დაავადებებით აღენიშნება.

,,ეს გახლავთ ქრონიკული პაციენტი, ინსულტი 3 ჯერ აქვს გადატანილი, აწუხებს გულის უკმარისობა, პაციენტი ცხელების ცენტრში შემოვიდა გულისრევის შეგრძნებით. გადაიყვანეს ბოქსირებულ პალატაში, ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი.''- განაცხადა კლინიკის დირექტორმა,

ხათუნა შრუბის განმარტებით, ,,გორმედის" კლინიკაში ჯამში 2400 ტესტი გაკეთდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე, პაციენტებში.

ცნობისათვის, დღეს რეგიონში ორი შემთხვევა, ხოლო კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტში 2 შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს წევრი სიმონ გულედანი ამბობს, რომ მეორე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა:

"ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურებული 265 შემთხვევიდან კოვიდინფექციის ორი დადასტურებული ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს. ინფიცირებულთაგან ერთი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მეორეს კი - ვირუსული ინფექცია კლინიკაში პრევენციული ტესტირებისას დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეპიდ.კვლევები, დგინდება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ვინაობა და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები," - განაცხადა სიმონ გულედანმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები