ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან 32-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდა.

57-წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა,

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მისივე თქმით, ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში იყო თანმდევი დაავადებები. დაკვირვევით გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება.

დილით გარდაცვლილი იყო 4 ადამიანი, მათგან ორი აჭარაში, ორი კი თბილისში მკურნალობდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები