ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

79-წლის მამაკაცს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.

,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - განუცხადეს ჟურნალისტებს კლინიკაში.

ეს დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ეს მეოთხე შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები