ახალი ამბები
შიდა ქართლში დღეს კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურდა
დღეს საქართველოში კორონავირუსის 326 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა არც ერთი - შიდა ქართლში. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ გამოვლენილ შემთხვევიდან უმრავლესი, 235 აჭარიდანაა.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

თბილისი - 30;
იმერეთი - 38;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14;
კახეთი - 1;
მცხეთა-მთიანეთი - 1;
გურია - 6;
სამცხე-ჯავახეთი - 1.

კრიტიკული მძიმე 28 პაციენტია, მათგან 26 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები