ახალი ამბები
გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შეაჩერა - ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც დაწესებულებამ მუშაობა შეაჩერა. სამედიცინო ცენტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გორის სამედიცინო ცენტრი" გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე კლინიკაში დაფიქსირდა COVID-19-ის შემთხვევა. ეპიდემიოლოგიის რეკომენდაციით მიღებულია ყველა საჭირო ზომა და კლინიკა 1 ოქტომბერს განაახლებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში"- წერია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია სად მოხდა ექიმის დაინფიცირება.

კლინიკის ყველა თანამშრომლის ნიმუში აღებულია და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, მანამდე კი თანამშრომლები და ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გუშინ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 254 გაგზავნილი ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები