საქართველოში კორონავირუსის ახალი 471 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა
მარინა ენდელაძემ ისაუბრა.
კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში, 57 კი თბილისში
დაფიქსირდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის,
მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან
360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 კრიტიკულად
მძიმე პაციენტია, აქედან მართვით სუნთქვაზეა 33.
„ აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო
ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი
შემთხვევა გვავს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3,
სამცხე-ჯავახეთში-1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, ს აქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა
3992-ს შეადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები