ახალი ამბები
გორში მე-3 სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
გორში მე-3 სკოლა დროებით დაიკეტა. ამის მიზეზი კოვიდ-ინფიცირებული მოსწავლის ძმა გახდა, რომელიც დღეს სკოლაში გამოცხადდა.

სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ რესურსცენტრს აცნობა. ერთობლივი გადაწყვიტილებით, სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

,,მოგეხსენებათ - შაბათს ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. დღეს კი სკოლაში მისი ძმა მოვიდა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ მოვიდა ეს ბავშვი, გვითხრეს, რომ მშობელმა გამოუშვა. ჩემთვის თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მივმართეთ დაავადებათე ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებს და ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. მანამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება" - გვითხრა მე-3 სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა.

მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაცია მცდარია, რადგან მეშვიდეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი არა თუ შაბათს, არამედ დღეს დაუდასტურდა, შესაბამისად, გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები