ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი, 527 შემთხვევა
დადასტურდა. ამის შესახბ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული
განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით,
გარდაიცვალა 6 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს
თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა,
სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
„ამჟამად საერთო რაოდენობა გარდაცვლილთა გახლავთ 72. გუშინ
გარდაიცვალა 6 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი გარდაიცვალა გორში - 58
წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის
პაციენტი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ქობულეთში
გარდაიცვალა 2 პაციენტი - 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში
გარდაიცვალა 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე
თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისად, მათი
გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.
მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე
პაციენტია.
"საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა,
სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა
ამისა, იმერეთშია - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10
პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3,
სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა", - განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი
გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სტატიის გამოყენების პირობები