COVID-19
შიდა ქართლში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 25  შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი, 569 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი.

გარდაცვლილი ინფიცირებულების საერთო რადენობამ 100-ს გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 102 პაციენტია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 329.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია - 12841
გამოჯანმრთელებულია - 6867;
მათ შორის გარდაცვლილია - 102;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5590
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.






Print

სტატიის გამოყენების პირობები