ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კოროავირუსის ახალი, 10 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში 139 ადამიანია ინფიცირებული.

მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა ყოჩიევას თქმით, 139 შემთხვევიდან ვირუსული პნევმონია 25 პაციენტს აღენიშნება, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, დანარჩენი პაციენტები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.

ყოჩიევა იმასაც დასძენს, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს რუსეთთან გამშვები პუნქტი გაიხსნა. აპრილიდან დღემდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის PCR ლაბორატორიაში 5705 ნიმუში გაიტესტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები