ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლში „კოვიდ19“-ის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის ორი, სოფელ ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეა.

12 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია, ეპიდემიილოგები აგრძელებენ ინფიცირების წყაროს მოძიებას,

ბოლო მონაცემებით რეგიონში 607 პირი რჩება თვითიზოლაციაში.ჯამში, შიდა ქართლში კორონავირუსის 128 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.

რეგიონების მიხედვით:


ქვეყნის მასშტაბით, კოვიდის გავრცელების მეორე ტალღა კვლავ იზრდება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 - აჭარაში, იმერეთში 150, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:


• კორონავირუსით ინფიცირებულია - 13521
• გამოჯანმრთელებულია - 7159;
• მათ შორის გარდაცვლილია - 109;
• კარანტინის რეჟიმში რჩება - 5590
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები