ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლის მანდატურებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
გორის მე-12 სკოლის მანდატურებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის გამო, სკოლა, მანდატურების გარეშე, აგრძელებს მუშაობას.

გორის რესურსცენტრის უფროსის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, კორონავირუსი ერთ მოქმედ და ერთ ყოფილ მანდატურს დაუდასტურდა.

,,დაუდასტურდა ერთ მოქმედ და ერთ ყოფილ მანდატურს. ყოფილი მანდატური სკოლაში 6 ოქტომბრამდე მუშაობდა. სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას" - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ჩვენი ინფორმაციით, მანდატური კორონავირუსით საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან დაინფიცირდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი, - მეზობლებისგან.

დღეს დილით შიდა ქართლში კორონავირუსის 12 შემთხვევა დადასტურდა, მათგან ორი ზეღდულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეა. სულ ქვეყანაში 680 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. 7 ადამიანი გარდაიცვალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები