ახალი ამბები
გორის მერი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
გორში, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის გამო, გორის მერი კოტე თავზარაშვილი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ამის შესახებ განცხადება კოტე თავზარაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, კონტაქტი 10 ოქტომბერს დადასტურებულ ინფიცირებულთან ჰქონდა. ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური შეხვედრა მას 6 ოქტომბერს სოფელ ვარიანში ჰქონდა, როდესაც სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაათვალიერა:

,,დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით. ვიყავი ჩOVID-19 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, 10 ოქტომბერს დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები სახლში 12 დღე.  გავიარე ტესტირებაც, რომელიც თვითიზოლაციის დასრულების შემდეგაც ჩამიტარდება. პირველადის მსგავსად, თუ განმეორებითი ტესტირების პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, დავუბრუნდები ჩემს ყოველდღიურობას.  ოპერატიულობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს.  კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ყველა გაცემული რეკომენდაცია.  მოქალაქეების საყურადღებოდ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ყველა რეკომანდაციის დაცვით. შენობის დეზინფექცია ხორციელდება ყოველდღიურად." - წერს გორის მერი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები