ახალი ამბები
იგოეთის სკოლა პედაგოგის ინფიცირების გამო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი პედაგოგის დაინფიცირება გახდა, რომლის ოჯახის ყველა წევრი ასევე კორონავირუსისგან ინფიცირებულია.

იგოეთის სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელი არ ცხოვრობს იგოეთში და სკოლაში კვირაში ორჯერ დადიოდა:

,,ჩემი ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. მთელი ოჯახი დაინფიცირებულია. მასწავლებელი ყოველთვის მოწესრიგებული მოდიოდა, ყველანაირ წესებს იცავდა, პირბადით მუშაობდა და ზოგადად სკოლაში სასწავლო პროცესი ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა. გუშინ დამირეკა და გამაგებინა, რომ მისი ტესტის პასუხებიც დადებითი მოვიდა. რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა" - გვითხრა იგოეთის სკოლის დირექტორმა.

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის,, ახალქალაქის სკოლაც დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. როგორც ირკვევა, პედაგოგი ახალქალაქის სკოლაშიც ასწავლიდა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი, ახალი, 919 შემთხვევა გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები