ახალი ამბები
გორის მე-18 ბაღში ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
გახსნიდან მეორე დღესვე გორის მე-18 საბავშვო ბაღში მშობლებმა ბავშვების მიყვანა შეზღუდეს. კორონავირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. 

აღსაზრდელის პასუხი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.

,,ამ ბავშვის ნიმუშები აღებული იყო. მშობელი არ დაელოდა ტესტის პასუხს, ისე მიიყვანა საბავშვო ბაღში. სწორედ, მაშინ მოვიდა დადასტურებული ცნობა, როცა ბავშვი სააღმზრდელობო დაწესებულებაში იმყოფებოდა" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

საბავშვო ბაღის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

,,ერთი ჯგუფი სადაც იყო ინფიცირების შემთხვევა გამოვლენილი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, ამავე ბაღის სხვა ჯგუფები ჩვეულებრივად განაგრძობენ სააღმზრდელო პროცესს.'' - გვითხრეს საკოორდინაციო შტაბში.

სხვა მშობლებმა ბავშვები დღეს არ მიიყვანეს, ნაწილი უკან მიაბრუნეს. 

დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 12 შემთხვევა დადასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები