შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 12 შემთხვევა
გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო
შტაბის უფროსმა, სიმონ გულედანმა წერილობით გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, აქედან 2 პაციენტს აქვს შიდა ქართლში მხოლოდ
იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი შემხებლობა არ ჰქონია
რეგიონთან.
2 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 8 პირის ინფიცირების
წყაროს შესახებ მიმდინარეიბს ეპიდკვლევა, აღნიშნული 8 პირიდან
უმეტესობა გატესტილია თბილისში სხვადასხვა ლაბორატორიაში.
,,ამჟამად შიდა ქართლში სულ გვყავს 153 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი,
მათგან 37 მკურნალობს ბინაზე. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, 787 პირია გადაყვანილი თვითიზოლაციაში.''
- აღნიშნულია განცხადებაში.
ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს
შეადგენს. გარდაიცვალა - 11 პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის
მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი
გარდაიცვალა, ბათუმში -3, იმერეთში- 2, გორში - ერთი.
სტატიის გამოყენების პირობები