ახალი ამბები
ტელეკომპანია ,,დიას" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტელეკომპანია ,,დიას" ჟურნალისტს შოთიკო სადაღაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია.

მედია ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ცუდად ყოფნის პერიოდში ჟურნალისტი სამსახურში არ იმყოფებოდა:

,,სამსახურში ცუდადყოფნის პერიოდში არ იმყოფებოდა. სამუშაო ოთახებში გვაქვს დისტანცია დაცული და მე საერთოდ იზოლირებულ ოთახში ვმუშაობ. მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ამ პერიოდში ერთმანეთთან არ გვქონდა მჭიდრო შეხება. გვაქვს დაცული დისტანცია. რა თქმა უნდა სამუშაო პროცესი ხორციელდება პირბადით. ჯერ-ჯერობით ვრჩებით სახლში და დავაკვირდებით სიმპტომებს. უკეთეს შემთხვევაში თანამშრომელთა ნაწილი მუშაობას განვაახლებთ ორშაბათს. '' - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ჟურნალისტი გადაყვანილია სტაციონარში. უკვე მოძიებულია მისი სამსახურებრივი კონტაქტები და ყველა პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე გრძელდება ოჯახური და სხვა კონტაქტების მოძიება, რომ ყველა მათგანს მიეცეს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია და ჩატარდეს შესაბამისი კვლევები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 14 შემთხვევა დადასტურდა, საქართველოში კი - 958. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები