შიდა ქართლში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა
გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო -
ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14,
სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს
შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში
კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში,
360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“
სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები