ახალი ამბები
მერეთის სკოლაში კორონავირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა
მერეთის სკოლაში კორონავირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის რესურსცენტრში განუცხადეს.

სკოლის დირექტორის თქმით, ორივე პედაგოგი ადგილობრივი მკვიდრია, ისინი სამსახურში ხუთშაბათის შემდეგ (15 ოქტომბერს) არ გამოცხადებულან.

,,როგორც კი სიმპტომები გამოიკვეთა, მაშინვე გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ჩააბარეს ტესტი. ახლა გაგვაგებინეს, რომ მათი პასუხები დადებითია" - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მერეთის საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეებს შორის ინიფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი 1194

სხვა სკოლები: 

19 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავსულია გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები