ახალი ამბები
ქარელში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა - კლასტერები შიდა ქართლში
კორონავირუსით გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც თბილისის კოვიდკლინაში 15 ოქტომბერს კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარემ სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 84 წლის მამაკაცია, რომელიც 15 ოქტომბერს გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში, ხოლო 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერს ეკუთვნის, მაგალითად ოქროს ბირჟის კლასტერს, ნაწილი თბილისში მცხოვრები პირია, რომელსაც იურიდიულ მისამართში შიდა ქართლი უფიქსირდება და ასევე არის ინფიცირების უცნობი წყაროს მქონე პაციენტები.

ყველა მათგანზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

რეგიონში ჯამში 272 ინფიცირებული გვყავს, აქედან 99 პირი მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 916 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები