ახალი ამბები
სკრაში მშობლის დაინფიცირების გამო შვილის კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში კორონავირუსი მედდას დაუდასტურდა. ამის გამო, სასწავლო პროცესი იმ კლასში შეჩერდა, სადაც მედდის შვილი სწავლობს.

სკოლის დირექტორის თქმით, აღნიშნული კლასი სწავლებას დისტანციურად გააგრძელებს:

,,დღეს გვაცნობეს, რომ ამ ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტუდა. მოსწავლე გუშინაც იყო სკოლაში და დღესაც მოვიდა. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლასმა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობას" - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, 20 ოქტომბრიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მერეთის სკოლა, სადაც კორონავირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა, 19 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავსულია გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს.

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერს ეკუთვნის, მაგალითად ოქროს ბირჟის კლასტერს, ნაწილი თბილისში მცხოვრები პირია, რომელსაც იურიდიულ მისამართში შიდა ქართლი უფიქსირდება და ასევე არის ინფიცირების უცნობი წყაროს მქონე პაციენტები.

ყველა მათგანზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

რეგიონში ჯამში 272 ინფიცირებული გვყავს, აქედან 99 პირი მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 916 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები