ახალი ამბები
,,მკაცრად ვიცავთ რეგულაციებს" - ენმ-ს გორის ოფისი [R]
,,ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის საარჩევნო შტაბში მკაცრად ვიცავთ კოვიდ 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს." - ამის შესახებ განცხადებას ენმ-ს გორის ორგანიზაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ყოველდღიურად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით ოფისი და სამუშაო ინვენტარი;ყველა თანამშრომელი და შტაბის ყველა წევრი მუშაობს პირბადით,ნიღაბი მოეთხოვება ასევე შტაბში შემომსვლელ ყველა პირს;

,,შესასვლელში დგას თანამშრომელი,რომელიც ოფისში შემსვლელ ყველა პირს უზომავს სიცხეს,უმოწმებს პირბადეს და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებს ხელებს. სამუშაო გარემო მაქსიმალურად გათვლილია დისტანციის დაცვაზე. საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობის მიუხედავად,პირველ რიგში მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები