COVID-19
21 ოქტომბერი: კორონავირუსის 1 351 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისი 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 იმერეთში გამოვლინდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 66, მცხეთა-მთიანეთში -23, ასევე 23 დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში -20, სამცხე-ჯავახეთში -18, გურიაში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები