ახალი ამბები
გორის მე-4 ბაღში კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა
გორის მეოთხე საბავშვო ბაღის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა. ტესტებს სხვა რამდენიმე თანამშრომელსაც უკეთებენ.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ სიმპტომები სხვა თანამშრომლებს არ აღენიშნებათ:

,,თუმცა, ბაღი მთლიანად გადადის იზოლაციაში, სხვებს არ აღენიშნებათ სიმპტომები. ამ ბაღის აღმზრდელთა მშობლებიც არიან კონტაქტის კონტაქტები, შესაბამისად, ყველა გაივლის თვითიზოლაციის სავალდებულო პერიოდს.' - აღნიშნავს კოვზიაშვილი.

მისივე განმარტებით, აღმზრდელს, რომელსაც აღმოაჩნდა ვირუსი, არ ჰქონდა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. 19 ოქტომბერს, სწავლის დაწყების დღეს, ჩვეულებრივად ჩაერთო სააღმზრდელო პროცესში. მას მოგვიანებით დაუფიქსირდა ტემპერატურა და ჩაიტარა ტესტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში, COVID-19-ის 1595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი.

გარდაცვლილთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 178 ადამიანი შეეწირა.

ამ ეტაპზე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეში 3155 ადამიანი რჩება. კარანტინის რეჟიმში 4408 მოქალაქე იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები