ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ქვეყანაში 1759
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 36 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონების მიხედვით, თბილისის შემდეგ, მაღალი მაჩვენებელია კვლავ აჭარაში. საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უფრო კონკრეტულად:

"აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება",-განაცხადა ბერია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები