ახალი ამბები
ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში 45-წლის მამაკაცი გარდაიცვალა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფექციურ საავადმყოფოში 45-წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში წუხელ მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ელეონორა ჯიოევი ავრცელებს.

მისი თქმით, მამაკაცს აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, რომელსაც სახლის პირობებში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ელეონორა ჯიოევა აღნიშნავს, რომ პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.

"ის ინფექციურ განყოფილებაში შეიყვანეს დაახლოებით შუაღამისას. პაციენტი მკურნალობდა საკუთარ სახლში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. სამედიცინო გამოკვლევამ საავადმყოფოში გამოავლინა ორმხრივი პნევმონია. იგი მძიმე მდგომარეობაში იყო. სამწუხაროდ, იგი გარდაიცვალა ", - განმარტა ექიმმა.

საავადმყოფოში ასევე აღნიშნეს, რომ მამაკაცს დიაბეტიც აწუხებდა. 

აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს კორონავირუსი, ამის შესახებ  დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტებას არ აკეთებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები