ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში რამდენიმე კოვიდპაციენტისთვის პრეპარატ ,,სოლუ-მედროლის" მარაგის შევსება დაიწყეს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმ მედიკამენტების მარაგის შევსება დაიწყეს, რომლის შესყიდვა წლის განმავლობაში დაგეგმილი არ იყო.

ამის შესახებ, 21 ოქტომბერს, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსმა საავადმყოფოს დირექტორს აცნობა. განყოფილების უფროსი განმარტავს, რომ განყოფილებას 50 (ორმოცდაათი) ფლაკონი ,,სოლუ-მედროლი'' ესაჭრიოება, სწორედ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდპაციენტებისთვის: 

,,კრიტიკული მდგომარეობის პაციენტების მკურნალობაში პროტოკოლის მიხედვით ჩართულია მედიკამენტი სოლუ-მედროლი (მეტილპრედნიზოლონი) 1000მგ . აღნიშნული მედიკამენტი არ შედის კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდ მედიკამენტთა ნუსხაში. სამხედრო ჰოსპიტალსაც, მოთხოვნის არარსებობის გამო. არ ქონდა დაგეგმილი მისი შესყიდვა" - აცნობა განყოფილების უფროსმა კლინიკის დირექტორს. 

სოლუ-მედროლი ხელს უწყობს ლიპოლიზს, (ცხიმების წვა)  უმთავრესად კიდურებში, აგრეთვე ხასიათდება ლიპოგენური მოქმედებით, რომელიც აშკარად არის გამოხატული თავის, კისრის და გულმკერდის მიდამოში, რაც იწვევს ცხიმების გადანაწილებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები