საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს
შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
ხოლო 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და რვა პაციენტი გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები