ახალი ამბები
26 ოქტომბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ახალი, 54 შემთხვევა დადასტურდა.  გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 528 აქტიური შემთხვევა.

ბინაზე მკურნალობს 272 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 55 ადამიანს მოეხსნა თვითიზოლაცია, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 1167 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოდან მოგვაწოდეს.


საქართველოს მასშტაბით, დადასტურებული ახალი, 1872 შემთხვევიდან, გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი. გარდაიცვალა 14 პაციენტი.

რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ, სადაც ახალი 913 შემთხვევა გამოვლინდა, კორონავისური აქტიურია იმერეთში - 337, შემდეგ - აჭარაში, 296 შემთხვევით.

სამეგრელო-ზემო სვანეთში - 90,
ქვემო ქართლში - 89
შიდა ქართლში - 54,
გურიაში - 32,
კახეთში - 13,
მცხეთა- მთიანეთში - 30,
სამცხე -ჯავახეთში - 11,
რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7.

"ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, დღეის მდგომარეობით 18 692 აქტიური შემთხვევაა. 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1969 პირი, ხოლო აჭარაში 657. მათ შორის მძიმე პაციენტია 401, საიდანაც თბილისში 159, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 პირი, საიდანაც თბილსში 71 მკურნალობს, აჭარაში 23. 12611 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 27736 პირი", - განაცხადა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. ქვეყანაში დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები