ახალი ამბები
,,გორმედის" COVID-კლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა - 12 რეანიმაციულ განყოფილებაშია
ბოლო 36 საათის განმავლობაში ,,გორმედის'' კოვიდკლინინებში მოთავსებული ინფიცირებულებულებიდან ორი პაციენტი გარდაიცვალა, ერთი 66 წლის, მეორე კი - 72 წლის.

ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს. სამსახურის უფროსის განმარტებით, "გორმედის" ქსელის გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში, ამ დროისთვის, სტაციონარული მკურნალობა უტარდება 116 პაციენტს, მაგთგან 12 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა უკიდურესად მიმეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული
1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, იმერეთში - 305, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.

3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 757 ადამიანია. სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო სივრცეში)გადაყვანილია - 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები