ახალი ამბები
გორის მერიის საფინანსო განყოფილებაში კორონავირუსი უფროსის მოადგილესა და თანამშრომელს დაუდასტურდათ
გორის მერიის საფინანსო განყოფილების უფრსოსის მოადგილეს და მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, განყოფილების ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

დაახლოებით 15 თანამშრომელი ტესტის პასუხს ელოდება. გორის მერის თქმით, მიუხედავად დისტანციური მუშაობისა, მერიაში სამსახურის უფროსები მაინდ დადიან:

,,კორონავირუსი დაუდასტურდა საფინანსო განყოფილების უფროსს და მის მოადგილეს. თავს კარგად გრძნობენ, სიმპტომები არ აღენიშნებათ. თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო სამსახურის ხელმძღვანელი პირები სამსახურში დადიან,' - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა. 

თავის მხრივ, კოტე თავზარაშვილი 10 დღის წინ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მას კონტაქტი ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები