COVID-19
კასპის საავადმყოფო დაიკეტა - კოვიდით დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი
სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების გამო კასპის საავადმყოფო დაიკეტა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შენობაში ის თანამშრომლებიც არ შეუშვეს, ვინც კარანტინის გამოცხადების შემდეგ სამსახურში მივიდა.

,,ვერ შეგიშვებთ, კარანტინია" - უთხრა მიმღები განყოფილების წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს.

,,მაზმიშვილის საბუთები მინდა წავიღო"- უთხრა სასწრაფოს ექიმმა საავადმყოფოს ადმინისტრაციას.

,,ვერ შეგიშვებთ, ჩვენც არ ვიცით, რა გველოდება"- უპასუხეს ეზოს შიდა მხრიდან.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენი თანამშრომელია დაინფიცირებული, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ვერ გვიპასუხეს - ხვალ იქნება ზუსტი პასუხიო.

,,ახლა ვერავის მივიღებთ, მივიღებთ მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს. გუშინ კი ჩვეულებრივ ვმუშაობდით"- გვითხრეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

დაკეტილია ასევე სადღეღამისო აფთიაქიც, რომელიც საავადმყოფოს გვერდით მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები