საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 პაციენტი,
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი
გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების
რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები