საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს
შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
ხოლო 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების
რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები