ახალი ამბები
29 ოქტომბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 125 შემთხვევა დადასტურდა, ქვეყანაში კი - 1709. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი. 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობით, კვლავ დედაქალაქი ლიდერობს, შემდეგ კი, - აჭარის რეგიონი.

"დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44.' - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამ ეტაპზე, საქართველოში 18 364 აქტიური შემთხვევაა, აქედან 4 209 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 511, ქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი.

2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინე სივრცეში 3 324 ადამიანი იმყოფება.

6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 728 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები