ახალი ამბები
5 ნოემბერი: საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 289 პირი – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დ თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები