ახალი ამბები
,,გორმედის" კოვიდკლინიკაში 146 პაციენტიდან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
,,გორმედის" ქსელში ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი. თავდაპირველად, ორივე კლინიკა 135 საწოლზე იყო გათვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 146-დან ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს (ამჟამად კოვიდკლინიკა) სტაციონარში მოთავსებულია 86 პირი, რომელთაგან 6 მართვით სუნთქვაზეა.

რაც შეეხება ,,გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკას, კლინიკის იზოლირებულ კორპუსში (ამჟამად კოვიდკლინიკა) სტაციონარული მკურნალობა უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ 60 პაციენტს, მათგან 4 პირი მართვით სუნთქვაზეა.

მთლიანობაში, ,,გორმედის" ქსელში სტაციონარულ მკურნალობას გადის 146 კოვიდინფიცირებული პირი, აღნიშნული პაციენტებიდან 10 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდა, ,,გორმედის" ქსელის გორის და ქარელის კლინიკები უსაფრთხო, იზოლირებულ გარემოში აწვდიან სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს.

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა" კი სრული დატვირთვით, უსაფრთხო გარემოში, ყველა რეკომენდაციის დაცვით ემსახურება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები