ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში 1385-ს მიაღწია
დღეს შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობაა 177, მათ შორის: ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა.

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 22 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 51 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 1385. მათ შორის - 671 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 1654 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი.  24  საათის განმავლობაში სულ გაგზავნილი იყო 231 ნიმუში.

ახალი ინფიცირებულების 68 კონტაქტი იქნა დადგენილი, ყველა მათგანი გადავიდა თვითიზოლაციაში.

წყარო: შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბი
Print

სტატიის გამოყენების პირობები