ახალი ამბები
შიდა ქართლში 62 ახალი ინფიცირებულიდან ცნობილია მხოლოდ 22 პაციენტის კონტაქტი
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში და გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობაა 62, მათ შორის: ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა.
24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 38 ადამიანი.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 111 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 1409. მათ შორის - 696 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 1675 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში სულ გაგზავნილი იყო 119 ნიმუში.

ახალი ინფიცირებულების 22 კონტაქტი იქნა დადგენილი, ყველა მათგანი გადავიდა თვითიზოლაციაში.

წყარო: შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბი
Print

სტატიის გამოყენების პირობები