გორის ჰოსპიტალში კორონავირუსი 87-წლის ქალმა დაამარცხა. ამის შესახებ
ინფორმაცია ინფექციურ განყოფილებაში დაგვიდასტურეს.
ჰოსპიტლის, ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ჯავახიშვილის
თქმით, ქალბატონი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანიდანაა.
,,დიახ, დღეს გავწერეთ 87-წლის ქალბატონი, რომელიც ადიგენის
მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა" - გვითხრა
ნელი ჯავახიშვილმა.
გორის ჰოსპიტალი, ეპიდემიის პირველივე დღეებიდანვე,
მკურნალობს პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით არიან დაავადებული.
დღეის
მდგომარეობით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში
გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
გამოჯანმრთელდა 3 342 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში
გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო
ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურია – 55, სამეგრელო – ზემო
სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი
– 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
სტატიის გამოყენების პირობები