ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით დიალეზზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან მოგვაწოდეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით,  ,,კოვიდ 19“-ით შიდა ქართლის რეგიონში 60 წლამდე მამაკაცი და 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. მამაკაცი დიალეზზე იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, 173 ახალი შემთხვევიდან, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა. 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 88 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 83 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 2250 შეადგენს, მათ შორის - 1056 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფება 1808 პირი. გუშინ შიდა ქართლიდან გაგზავნილი იყო 371 სინჯი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები