საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1012-ს
შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 49 პაციენტი
გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები