საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 111 818 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 92 215 გამოჯანმრთელდა, 1 051 კი,
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 6192 ადამიანი
გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3739 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები