ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსისგან 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაცია კი 192 პირს მოეხსნა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს პრესსამსახურიდან გვაცნობეს. პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დადასტურდა 44 ახალი შემთხვევა. სულ გაგზავნილი იყო 368 სინჯი.

რეგიონში ინფიცირებული 2767 პირიდან 921 პაციენტი ბინაზე მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 1748 პირი.

24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი.

საქართველოში, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები