საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 200 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39
პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 118 690 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, 1 124 კი,
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 037, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165
ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 920 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები