საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 489 ადამიანი
გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი,
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 114, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251
ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 863 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
3 200 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
სტატიის გამოყენების პირობები