შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 258
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ გაგზავნილი იყო 402 სინჯი.
გამოჯანმრთელდა - 37 ადამიანი.
ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,
თვითიზოლაცია მოეხსნა 182 პირს.
ჯამში, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა - 3175, მათ
შორის - 1158 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაშია
2125 პირი.
ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები
პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი.
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი
შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარაში – 554,
იმერეთში – 637, ქვემო ქართლში – 268, შიდა ქართლში – 258, გურიაში –
119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, კახეთში – 219, მცხეთა-მთიანეთში
– 108, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –
11.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა
არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს
საავადმყოფოში.
სტატიის გამოყენების პირობები