საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი,
გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი
იმყოფება 3 708 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები