კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 595,
აჭარაში – 623, იმერეთში – 392, – ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ის 20 454
აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 1 003 პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
376 პირი.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან,
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება
შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში –
623, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 139, შიდა ქართლში – 127,
გურიაში – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 237, კახეთში-253,
მცხეთა-მთიანეთში – 126, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში – 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ
შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში – 2 744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1 256. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში –
152, იმერეთში – 236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში – 44. 3 708
ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 243 – თბილისში,
1 920 – აჭარაში, 266 – იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 456, აჭარაში – 1
039, ხოლო იმერეთში – 35.
„6 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 19 442 პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18
787 პირი, აჭარაში – 11 362, იმერეთში – 5 080“, – განაცხადა ბერდია
სიჭინავამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები